პეკინი საოცარი პომპეზურობით და უზარმაზარი სამხედრო აღლუმით აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავს
01-10-2019, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთი საოცარი პომპეზურობით აღნიშნავს ქვეყნის ხელისუფლების სათავეში „კომუნისტური პარტიის“ მოსვლიდან 70-ე წლისთავს. პეკინში სამხედრო აღლუმი იმართება, ქუჩები სავსეა ტანკებით, ანტი-სატანკო რაკეტებით, შეიარაღებული საჯარისო ნაწილებით, ასევე გამოფენილა დრონები და ავტომატურად მომუშავე წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებებიც კი.

 


აღლუმი ტიანანმენის მოედანზე ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩაიბარა. ზუსტად იმავე ადგილას მდგარი სი ძინპინი, სადაც მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა, ქვეყნის უმაღლეს მმართველთა შორის ერთადერთია, რომელსაც მაოს მსგავსი კოსტუმი ეცვა. თავის მოკლე სიტყვაში სიმ ერთიანობას, მიმდინარე ბრძოლას და ჩინეთის შეუდრეკელ პროგრესს გაუსვა ხაზი.

 

 

 

 

„ქვეყნის სამხედრო ძალებმა მტკიცედ უნდა დიცვან ჩინეთის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები და მყარად უნდა დაუჭირონ მხარი მსოფლიო მშვიდობას“, - უთხრა სი ძინპინმა ტიანანმენის მოედანზე შეკრებილებს.

 

 

„ვერანაირი ძალა ვერ შეასუსტებს ჩინეთის სტატუსს და ვერ შეაჩერებს ჩინელ ხალხს და ერს წინ მიმავალი გზიდან“, განაცხადა ძინპინმა იმ ადგილიდან, საიდანაც მაომ 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.

 


ამის შემდეგ იგი ღია ავტომანქანით გავიდა სამხედრო აღლუმზე, ფეხზე მდგარი იშვიათად იქნევდა ხელს და საპასუხოდ ერთგულების შეძახილებს იღებდა.

 


სამხედრო ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს არ არის „კუნთების თამაში“, მაგრამ აღნიშნეს, რომ „კომუნისტური პარტიის“ 70-წლიანი კონტროლის ზეიმი, დიდწილად ფოკუსირებულია სამხედრო ძლევამოსილებაზე.

 


სამხედრო აღლუმს ასეულობით მილიონი ჩინელი უყურებს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ხოლო ათასობით ადამიანი მსოფლის დანარჩენ ნაწილში ინტერნეტის მეშვეობით ადევნებს თვალყურს.

 

 

სახელმწიფო მედიის თანახმად, აღლუმის დასასრულს, მშვიდობის განსასახიერებლად, ცაში 70 000 მტრედს გაუშვებენ. ღამით კი, პეკინს ფოიერვერკები გაანათებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი