გიორგი გახარია ექსპერტებს: „დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“
01-10-2019, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას.
 


პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია,  ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება  და ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის  მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.


 
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია  ფისკალურ დისციპლინაზე.


 
„სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობად დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები დღეს სახელმწიფოს მხრიდან  განხორციელებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ეკონომიკური ზრდისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 
გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა.


 
„2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ამას ყველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი