საქართველოში პირველად კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი" გაიმართა
01-10-2019, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.


კონფერენციას კაკლოვანი კულტურის 150-მდე მწარმოებელი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„კაკლოვანი კულტურების განვითარება ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო მეთხილეობის ტრადიციით გამორჩეული ქვეყანაა; აგრარული პროდუქციის ექსპორტში თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დღეს უკვე სხვა კაკლოვანი კულტურებიც - ნუში, კაკალი, ფსტა და სხვა, ინტენსიურად ვითარდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, დაახლოებით, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ახალი ბაღია გაშენებული.


„ბოლო წლებში გავზარდეთ ბიუჯეტი საგრანტო დაფინანსების კუთხით; 2020 წლისთვისაც ვინარჩუნებთ მნიშვნელოვან დაფინანსებას, ეს არის დაახლოებით 13 მილიონი ლარი. დარგის განვითარება საშუალებას მოგვცემს, არა თუ ჩავანაცვლოთ იმპორტი, არამედ საქართველო ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. დარწმუნებული ვარ, კაკლოვან კულტურებს შეუძლია ექსპორტში დიდი წვლილი შეიტანოს და მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულება შექმნას სოფლად ჩვენი მოსახლეობისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.


კონფერენციაზე, რომელიც სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, ევროპისა და აშშ-ის წამყვანმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ ნუშის, კაკლის, ფსტის და თხილის წარმოებისათვის იდეალურ კლიმატურ პირობებს. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ თხილის წარმოება საქართველოში კარგად არის განვითარებული და საქართველო თხილის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ქვეყანაში კაკლის, ფსტის და ნუშის იმპორტი კვლავ ხორციელდება, შესაბამისად, დარგის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.


კონფერენცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი