გიორგი გახარია - ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რათა მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა
01-10-2019, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5 პროცენტიანი ზრდა არის თუ არა მთავრობის ამბიციური მიზანი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მივა თითოეულ კომპანიამდე და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ  ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. 

 

 

„გეთანხმებით, რომ  ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5 პროცენტიანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა რეგიონში ხდება, თუმცა, ჩვენ, მთავრობა მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩათვალეთ, რომ ღია საჯარო დაპირებას ვიძლევი. მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული ბიუროკრატიული ან სუბიექტური პრობლემები აქვთ. მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. რა თქმა უნდა, იგივეს გავაკეთებთ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი