მსოფლიო ბანკის კვლევა - 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს
02-10-2019, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

 

 

- საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.4% მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე ევროკავშირის წევრი 14 სახელმწიფო − ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება;

 

 

- ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ ინდიკატორში საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირი წევრმა 6 ქვეყანამ, ესენია: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი;

 

 

- კიდევ ერთი საუკეთესო შედეგი საქართველომ „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში მიიღო, სადაც ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა. რანგირების 100%-იანი სკალიდან ქვეყანამ 83.17% მიიღო. საქართველო ლიდერია რეგიონში და მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე;

 

 

- წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რანგირების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 63.94% მიიღო. ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის 5 და ნატო-ს წევრ 8 სახელმწიფოს. კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას. საქართველო ბალტიის ქვეყნების შემდეგ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

 

მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა − ჯამში 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი