ლევან დავითაშვილი: „გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომების შესახებ, შესრულებულია“
02-10-2019, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას, ყურადღება იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.  

 

 

„შვიდი წლის წინ, პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. გაკეთდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. ხელისფლებამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იაფი ფინანსური რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი. 

 

 

2012 წლიდან აქტივობები სოფლის მეურნეობაში თვისობრივად შეიცვალა. 

 

 

ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა. იაფ ფულად რესურსზე წვდომის საშუალება  მიეცა ყველა მეწარმეს, ფერმერს და გლეხს.

 

 

შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11 პროცენტის დაფარვას ჩვენი მოქალაქეების მიერ კერძო, კომერციული ბანკებიდან აგრარული დარგის განვითარებისთვის აღებულ სესხებზე.

 

 

პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებზე გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის გაჩენის შესახებ, შესრულებულია.

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო, 2020 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია 74 მლნ ლარამდე. მოქმედი პორტფელი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, სექტორის დაფინანსებისთვის გაცემული თანხა კი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი