საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება
02-10-2019, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინელ ინვესტორს, ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული პარკის თავმჯდომარეს,  იანგ სიას შეხვდა. 

 

 

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე  გაამახვილა. 

 

 

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩინურ მხარესთან ერთად განხორციელებული აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება  ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.  ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობის გაღრმავებას  და ისეთი სავაჭრო პლატფორმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც ჩინელმა ინვესტორმა, იანგ სიამ აღნიშნა  ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“  განხორციელებაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოს არაერთი მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგროწარმოების  კუთხით, დიდი პოტენციალი გააჩნია. გასულ წელს, შანხაიში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობის შემდეგ, ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი  ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 

„ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით და ბიზნესსექტორის ინიციატივით, შეიქმნა  ასოციაცია, რომელშიც ჩინეთის 40-ზე მეტი დიდი ქალაქის და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელია გაერთიანებული. 

 

 

ასოციაციამ ანხუეის პროვინციაში შექმნა იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული ცენტრი, საუკეთესო პლატფორმა უცხოური წარმოების პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის. ცენტრის საგამოფენო სივრცე საშუალებას აძლევს მწარმოებელს, მთელი წლის განმავლობაში, წარუდგინოს და გააცნოს პროდუქცია ჩინელ მომხმარებელს. მოხარული ვიქნებით, თუ აღნიშნულ პლატფორმას ქართველი მწარმოებლები აქტიურად გამოიყენებენ“, - განაცხადა ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული ცენტრის თავმჯდომარემ, იანგ სიამ.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი აქტიურად ითანამშრომლებენ  ჩინურ მხარესთან, რათა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და ქართული კომპანიებისთვის  ჩინეთის უდიდეს ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი