ნათია თურნავა: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები მთავრობის სწორი რეფორმების აღიარებაა
02-10-2019, 19:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები არის აღიარება და ეს არის რეალობა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო და სწორედ ეს მიღწევებია ასახული მსოფლიო ბანკის გაუმჯობესებულ რეიტინგებში“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შეფასებისას გააკეთა. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

 

 

მინისტრის განცხადებით, მიღწევები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით, რეგულაციების სიმარტივის თვალსაზრისით და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზე ყოფნა ძალიან ძალიან მაღალი პოზიციაა, ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის მე-8 ადგილს ვიკავებთ და ამ ინდიკატორით მიხედვით უკეთესად გამოვიყურებით ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი და ა.შ. , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. კვლევაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 6 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა. ესენია: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, მმართველობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა. სარეიტინგო ქულების გაუმჯობესების შესაბამისად, კვლევის 4-ვე ინდიკატორში გაუმჯობესდა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა.

 

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყნას, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. ასევე პოზიტიურია შეფასება „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში, სადაც საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 83.17% დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 პოზიციაზეა.

 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს. კერძოდ, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს, როგორიცაა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, Economist Intelligence Unit, Freedom House, Open Budget Index, ინსტიტუციური პროფილის მონაცემთა ბაზა და სხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი