მიხეილ გიორგაძემ ვარძიის კლდის მხატვრობის საერთაშორისო პროექტის უცხოელ ექსპერტებს უმასპინძლა
26-08-2015, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიხეილ გიორგაძემ ვარძიის კლდის მხატვრობის გადარჩენის პროგრამის ხელმძღვანელს დევიდ პარკსა და ვარძიის კლდის მხატვრობის კვლევისა და პროექტის დონორი ორგანიზაციის – დიდ ბრიტანეთში ჯექსონის ფონდის წარმომადგენლებს პიტ ბრაუნსა და ამანდა ტეილორს უმასპინძლა. ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხლემძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებოდა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული – ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნების გამაგრება და კონსერვაცია, დასკვნით ეტაპზეა ვარძიის უძველესი კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს, სახელმწიფოს ექნება ვარძიის უძველესი მხატვრობის მდგომარეობის ანალიზი, სრული კვლევითი დოკუმენტაცია და კონსერვაციის ზუსტი მეთოდები.


ვარძიაში ასევე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად უკვე გამოვლენილია უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ორი ახალი იარუსი და მასში არსებული ათი ქვაბული. საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების დარბაზებში უძველესი თონის, სათავსოების და ქვევრების ნაშთები იკვეთება, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინათ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. ვარძიის ახლად გამოვლენილ უბანზე, ასევე აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი – ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბისპირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ. ვარძიაში კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: კლდის კვლევა, კლდის გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა.


როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ვარძიის პროექტი მნიშვნელოვანია მისი საგანმანათლებლო კუთხითაც. ვარძიის მხატვრობის კვლევა და გადარჩენა ხორცილედება თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტისა და ინგლისის კურტოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით, რაც ქართველ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი