მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველომ 3 ინდიკატორში საუკეთესო მონაცემები აჩვენა
03-10-2019, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მმართველობის ხარისხს ექვსი მიმართულებით აფასებს.



აღსანიშნავია, რომ აღიშნული შეფასებით, საქართველო გამოკვეთილია ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების დონეზეა.


„მმართველობის ეფექტურობის“ შეფასებისას (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას , მათ შორის 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა შორის აღანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო კონკრეტულად “სახელმწიფო ბიუროკრატიის”   მიმართულებით შეაფასა : 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ზედმეტი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.


საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ  შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 15-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. 
საქართველო ბიუროკრატიის ეფექტიანობით უსწრებს ევროკავშირის ისეთ წარმატებულ 13 ქვეყნას, როგორიცაა : ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი,  სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი.
 ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია,  და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით 62.5 პროცენტის დონეზე იყო დაფიქსირებული რეიტინგში რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა.


“მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” ფარგლებში Economist Intelligence Unit-მა  საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებითაც შეაფასა, კერძოდ მისი ექსპერტიზა  და საერთაშორისო რეიტინგი მიეძღვნა საჯარო სექტორს -  „საჯარო სექტორის თავისუფლება კორუფციისაგან“,  სადაც საქართველომ თავისი  ისტორიულ მაქსიმუმი ამჯერადაც გაიმეორა და ზედიზედ მეორედ შეფასების 100%-ანი შკალიდან 75%-ი აიღო. რაც 3-ჯერ აღემატება 2007-2013 წლების შეფასებას და 25 პროცენტული პუნქტით უსწრებს მომდევნო წლების  მაჩვენებელს. 


Economist Intelligence Unit-მა  საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე ადგილზე გაიყვანა, ევროპაში კი 10-ე პოზიციაზე.


საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით  უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგოროცა: ექსპანეთი, პორტუგალია,  ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. 


ამასთან საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, დანია, საფრანგეთი, ისლანდია,  ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდები, სლოვაკეტი, სლოვენია,  მალტა და ა.შ.


გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.


წყარო:
Govindicators.org 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი