წელს პირველ კურსზე 28 053 სტუდენტი ისწავლის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა
26-08-2015, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წელს უმაღლეს სასწავლებლებში პირველ კურსზე 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.


ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები დღეს ბრიფინგზე შეაჯამა.


მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოოდ ჯამში , გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 29 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი. აღნიშნული კონტინგენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია ასევე იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი არის 3742 სტუდენტი. სულ საბოლოო ჯამში, წელს სახელმწიფო ფინანსებით 10 ათასამდე სტუდენტი ისწავლის.


მაია მიმინოშვილმა ასევე დაასახელა ვაკანტური ადგილების რაოდენობა. მისივე თქმით, წელს 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, იმაზე მეტი, ვიდრე აბიტურიენტთა რიცხვი. შესაბამისად, ვაკანტური დარჩა 18 ათასი ადგილი.


მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ადგილები შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მაღალი ბარიერი აქვს გამოცდებზე დაწესებული, ვიდრე გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია.


მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3881 ადგილი იყო, მათგან ვაკანტური დარჩა 225.


აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და მათგან არც ერთი ვაკანტური აღარ დარჩა.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან ვაკანტური დარჩა 208 ადგილი.


თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური.


მიმინოშვილმა დასძინა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტი წელს ბევრი გახდა, თუმცა მათ ბევრი ადგილიც აქვთ ვაკანტური.


სულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ვაკანტური ადგილები დაახლოებით 64 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი.


სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. მთავრდება ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი