ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს შეხვდა
07-10-2019, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს თომას ბარაისს შეხვდა. შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებულად აღნიშნა გერმანიის განვითარების ორგანიზაციების - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების როლი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 


ნათია თურნავა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების შესაბამისად, გერმანია მე-8 ადგილზეა ბრუნვის მიხედვით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხსენებულ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 482 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მაჩვენებელს, გერმანია კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და კვლავ მე-8 ადგილი უკავია, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 


ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქვეყანაში გერმანული ინვესტიციით შექმნილი 250-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს.



მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო იღებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებამ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ევროკავშირთან მთლიანობაში, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ურთიერთობის მაღალ საფეხურზე აიყვანა.



ნათია თურნავამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა მენეჯერების გლობალური სასწავლო პროგრამაში „შესაბამისობა გერმანიასთან პარტნიორობისთვის“ საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.



დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას დიდად წაადგება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის განვითარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი