საქართველო ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო გამოფენაზეა წარმოდგენილი
07-10-2019, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

7-9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით “EXPO REAL” გაიმართება. მასში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელშიც შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, მიუნხენის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ. მისი თქმით, დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

 

 

„გამოფენაზე წარდგენილია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი უძრავი ქონების ბაზრით საერთაშორისო კაპიტალი დაინტერესდეს, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ასეთ შესაძლებლობებს ზრდის. მით უფრო, რომ საქართველოს დელეგაციას აქვს შეხვედრები უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც ისინი გაეცნობიან იმ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

 

 

მიუნხენის საერთაშორისო გამოფენა მოიცავს გლობალური უძრავი ქონების ინდუსტრიის სრულ ჯაჭვს და აერთიანებს 45 000-ზე მეტ მონაწილეს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი