ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა
07-10-2019, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას:

 


„წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში“ - 60 მილიონი ევროს ოდენობით (KfW)

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია - აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყალის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

პროექტი ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში, ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებასა და დამსვენებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდას.



დღესვე, მხარეებმა ხელი მოეწერეს საგრანტო ხელშეკრულებას:



· "ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა".



აღნიშნული ხელშეკრულებით, გერმანულმა მხარემ გამოყო დამატებითი დაფინანსება 1,8 მილიონი ევროს ოდენობით, 2019 წლის 14 ივნისს KfW-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე (5,7 მილიონი ევრო გრანტი) „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“.



ხელშეკრულებით, ჯამში, გათვალისწინებულია 7,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის (შერჩევა KfW-სა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმებით) ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას.



პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.



ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი