ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა
08-10-2019, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.



შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საირიგაციო ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა გასამმაგდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატყეო სექტორში არსებულ ვითარებაზეც, მათ შორის, ტყის ახალ კოდექსზე, რომელიც საქართველოში ბიომრავალფეროვნებისა და ტყის ბუნებრივი რესურსის დაცვასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 


მსოფლიო ბანკის ახალმა წარმომადგენელმა ყურადღება გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის დამატებით დაფინანსების მიღების საჭიროებით დაინტერესდა.



სებასტიან მოლინეუმ ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზოზ ფაგი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი