ლევან დავითაშვილი: „ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა UNESCO-ს ნუსხაში შევა“
08-10-2019, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გამართულ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის წარდგენასთან დაკავშირებულ  კონფერენციაზე განაცხადა.

 

 

ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შემფასებელი მისია - UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ აღნიშნული ტერიტორიების  ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს,  მომავალ წელს დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 

 

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად, საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად  მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს.  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ  ტერიტორიებს სტუმრობდნენ UNESCO-სა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ  არსებულ  ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს.

 

 

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.

 

 

დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირების ინიციატივა,  2017 წლიდან გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება და   უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.

 

 

ბათუმში გამართულ კონფერენციას  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი