გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება
10-10-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს  ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა.  წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

 

 

„ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გააქტიურებული მუშაობა სახეზეა. ყოველდღიურად იზრდება უწყების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაბამისად, მისი გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება; მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება; განხორციელდა უწყების რებრენდინგი; დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  თითოეული თანამშრომლის მაღალი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს დადებითი შედეგების მიღწევას. მჯერა, რომ  აღნიშნული სამმართველო და ზოგადად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეასრულებს ყველა იმ ამოცანას,  რომელიც  ახალი კანონმდებლობის შესრულების კუთხით არსებობს“, -  აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძოდ კი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

 

 

„რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით მოქმედი ეფექტიანი სამსახურის არსებობა. იმისთვის რომ აღნიშნულ სფეროში დადებითი შედეგები გვქონდეს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ჩვენი თანამშრომლობა  მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი