ივანე მაჭავარიანი: „საინვესტიციო რეიტინგს ორიოდე ბიჯი გვაშორებს, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება ახალ სიმაღლეზე ავა“
12-10-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მაჭავარიანის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტომ  „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით გააუმჯობესა, რის შემდეგაც ახლა საქართველოს საინვესტიოციო რეიტინგამდე ორიოდე ბიჯი აშორებს.

 

 

„რამდენიმე საათის წინ, სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით გააუმჯობესა – იყო BB მინუსი (BB-) და გახდა BB. სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

მინისტრმა განმარტა, რაზე დაყრდნობით გააუმჯობესა სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

 

 

„პირველ რიგში სააგენტო მიესალმება რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აქ არის ნახსენები რამდენიმე რეფორმა – განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. მეორე მთავარი ფაქტორი, რატომაც გაუმჯობესდა რეიტინგი არის ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას, როგორი ხარისხიც მანამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი