ტრამპი ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გასამართად ანკარაში აგზავნის
16-10-2019, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ანკარაში ჩადის, რათა თურქეთის ხელმძღვანელობასთან ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შეეცადოს.

 


ხუთშაბათს, პენსი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და იგი შეახსენებს მას, რომ თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღწეული.

 


როგორც „ევრონიუსი“ სატელევიზიო არხ „NTV“-ზე დაყრდნობით იუწყება, სამშაბათს ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას არასოდეს არ აპირებს. მან ასევე თქვა, რომ იგი არ წუხს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო.

 


აზერბაიჯანიდან სამშობლოში მიმავალმა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სირიის ქალაქების - კობანისა და მანბიჯის შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და მოსკოვთან გაგრძელდა და დაამატა, რომ სირიის არმიის მანბიჯში შესვლა „ნეგატიური არ იყო“ იმდენად, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორიის მებრძოლებისაგან გაწმენდა მოხდა.

 


ერდოღანის თქმით, მან ტრამპს შუამავლობის შეთავაზების საპასუხოდ უთხრა, რომ თურქეთი „არ ითანამშრომლებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან“.

 


თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით კი, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში კონტრ-ტერორისტულ ძალისხმევებში, სირიის ტერიტორიულ მთლიანობაში და პროცესის პოლიტიკურად გადაწყვეტაში შეიტანს წვლილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი