მაია ცქიტიშვილი: „ფაქტობრივად, ორი წლით გადავავადეთ ანაკლიის მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი“
16-10-2019, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

 


მისი თქმით, კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

 


„გუშინ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებისთვის, რომ არ წარედგინათ სამინისტროსთვის როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან მიღწეული წერილობითი შეთანხმებები სესხის მობილიზების ნაწილში. ფაქტობრივად, გუშინ სამუშაო დღე დასრულდა ისეთი სახით, რომ კონსორციუმმა არ შეასრულა თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით, 15 ოქტომბრით დადგენილი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება. გადავწყვიტეთ, მივცეთ დრო წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რათა შეასრულოს სრულად ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით. წლის ბოლომდე მოახერხოს როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე ბანკებთან 400 მლნ დოლარის მოზიდვის მხრივ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.

 


მისი შეფასებით, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი.

 


„მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი