სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში უპასუხა.
„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. მე დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დაისადგურებს“.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.