სომხეთის ეკონომიკის თითქმის მეოთხედი ჩრდილოვანია - დაფარული შემოსავლების დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის
18-10-2019, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სომხეთში საგადასახადო ბეგარის გარეშე დარჩენილი ნაშთი 22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავიდ ანანიანმა განაცხადა; ყველაზე ხშირად გადასახადებს ვაჭრობის სფეროში არიდებენ თავს.

 

 

 

კიდევ რომელ სფეროებში არ იხდიან გადასახადებს

 

 

სომხეთში ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მსხვილი ბიზნესი გადასახადებს იხდის, რადგან დიდი ფინანსური ნაკადების დაფარვა რთულია.

 

 

 „დიდ საწარმოებში ფულის გადამალვა და წლობით ასე მუშაობა რთულია; თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საგადასახადო უწყება ასეთ საწარმოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს“, – ამბობს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ანანიანი.

 

 

მისი თქმით, ეკონომიკის „ყველაზე ჩრდილოვან“ სექტორს ვაჭრობის სფერო წარმოადგენს. ჩრდილოვანების ნაწილი ასევე არსებობს სოფლის მეურნეობაშიც. სტრუქტურა დამრღვევებთან ბრძოლას შემოწმებების გამკაცრებით ცდილობს.

 

 

ექსპერტის მოსაზრება

 

 

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გამოცხადებული 22 პროცენტი რეალობასთან საკმაოდ ახლოს არის, – მიაჩნია ეკონომისტ გრანტ მიქაელიანს. ის ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის საკუთარ კვლევას ატარებს და ირწმუნება, რომ აგვისტოში სომხეთის ეკონომიკის 24 პროცენტი ჩრდილოვანი იყო.

 

 

ექსპერტი ეთანხმება იმ აზრს, რომ მსხვილი ბიზნესი მთლიანობაში გადასახადებს იხდის. ამის შესახებ ოფიციალურად ახლად დარეგისტრირებული თანამშრომლების რიცხვი და გადახდილი გადასახადების მოცულობა მეტყველებს.

 

 

მცირე ბიზნესის შემთხვევაში კი, ეკონომისტის აზრით, ჩრდილოვანებასთან ბრძოლა რთულია, ზოგ შემთხვევაში კი – უსარგებლოც:

 

 

„მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ბინებს აქირავებენ. დღეისათვის დადგენილია 10-პროცენტიანი გადასახადი. რეგისტრირდება მხოლოდ 1 პროცენტი. ახლა შესაძლოა 2 პროცენტამდე დაიკლოს, მაგრამ თუ ყველა გარიგება დარეგისტრირდება. თეორიულად ამის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, რთული იქნება თვალ-ყურის დევნება, რომ  გარიგებები ყველამ დაარეგისტრიროს, ეს უბრალოდ არარენტაბელურია“.

 

 

JAMnews-სთან საუბრისას ექსპერტმა სახელმწიფო სტრუქტურის ის განცხადებაც დაადასტურა, თუ რომელ სფეროებში მეტად არის ჩრდილოვანება.

 

 

 „სფეროების თანაფარდობა უჩვენებს, რომ ჩრდილოვანების მეტი წილი ვაჭრობასა და მომსახურების სფეროებშია. მაგალითად, წარმოებაში ჩრდილოვანება ნაკლებია“.

 

 

გრანტ მიქაელიანი ასევე ამბობს, რომ რევოლუციამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საერთო მოცულობის 26 პროცენტს აღწევდა. ახლანდელი მაჩვენებლის – 22 პროცენტის – 12 პროცენტამდე შემცირება კი რეალურად შესაძლებელია.

 

 

https://jam-news.net

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი