გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
18-10-2019, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა. აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.


ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი დაესწრნენ.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს ყველა ის ტექნიკური საშუალება აქვთ, რაც მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად სჭირდებათ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ.


პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ეკიპაჟების სრული აღჭურვილობაც, მათ შორის, სამხრე კამერები, დარტყმაგამძლე პადები, საველე პირობებში სამუშაო ლეპტოპები, ხელის კომპიუტერები - ე.წ. დივაისები და ღამის ხედვის ბინოკლები.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.


ახალი ტექნიკის პრეზენტაციამდე, ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების იმ თანამშრომლებს შეხვდს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამრღვევების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს.


„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები ხდება. ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში, კანონდამცველებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხელის აღმართვა ვერავინ უნდა შეძლოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაზარალებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი