ნათია თურნავა: „სამკერვალო ინდუსტრიის საჭიროებებსა და გამოწვევებს გადამზადების პროგრამებს მოვარგებთ“
18-10-2019, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის დავალების ფარგლებში ვაგრძელებთ შეხვედრას სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს - ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას შევხვდით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამკერვალო ინდუსტრიის დარგთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრაზე დარგის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს.

 

 

ნათია თურნავას თქმით, სამკერვალო ინდუსტრია მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული დარგია და მისასალმებელია, რომ ქართული ტექსტილის წარმოება იმდენად განვითარდა, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, არამედ ექსპორტზეც გადის.

 

 

„ეს არის დარგი, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით რეგიონებში. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინე მათ წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევები. თუმცა გამოიკვეთა საერთო პრობლემა - ეს არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ამასთან, დარგში არის მზადყოფნა, კადრების არსებობის შემთხვევაში, დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაასაქმონ. ამიტომ ვფიქრობთ, შეგვიძლია მათ საჭიროებებს მოვარგოთ გადამზადების ის პროგრამები, რაზეც განათლების სამინისტრო მუშაობს და ამ მიზნით შემდეგ შეხვედრას უკვე განათლების სამინისტროსთან ერთად დავაორგანიზებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი