ავსტრალიურმა ავიაგადამზიდმა, „ქანტასმა“ ყველაზე ხანგრძლივი, შეუჩერებელი კომერციული სამგზავრო ფრენის ტესტირება დაასრულა, რომელიც კვლევის ნაწილი იყო, თუ როგორ იმოქმედებდა მგზავრობა მფრინავებზე, ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებზე.
„ბოინგ 787–9“–მ, რომლის ბორტზეც 49 ადამიანი იმყოფებოდა, ნიუ იორკიდან სიდნეიმდე 16 200 კილომეტრის მანძილის დაფარვას 19 საათი და 16 წუთი მოანდომა.
მომავალ თვეს, კომპანია შეუჩერებელ ფრენას ლონდონიდან სიდნეიმდე გეგმავს, რის შემდეგაც „Qantas“–ი 2019 წლის ბოლომდე გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა რეგულარული ფრენები და თუკი ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით განხორციელდება, ავიაკომპანია ოპერირებას 2022 ან 2023 წლებში დაიწყებს.
დღემდე, არც ერთ მგზავრებით სავსე კომერციულ ავიალაინერს ასეთი ხანგრძლივი, შეუჩერებელი ფრენა არ განუხორციელებია, წერს სააგენტო „როიტერსი“.
იმისათვის, რომ თვითმფრინავს საწვავის დეფიციტი არ შექმნოდა და თავიდან აეცილებინა შევსება, ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი მაქსიმუმი ოდენობის საწვავით აფრინდა და ამავე დროს, შეზღუდა ბარგისა და სხვა ტვირთის გადატანა.
მგზავრებმა, ბორტზე ასვლის შემდეგ, თავიანთი საათები სიდნეის დროზე დააყენეს და მღვიძარე მდგომარეობაში დარჩნენ, სანამ აღმოსავლეთ ავსტრალიაში ბინდი ჩამოწვებოდა. ექვსი საათის შემდეგ, მათ მაღალი კარბოჰიდრატული საჭმელი მიართვეს და განათება ჩააქრეს, რათა მგზავრებს ძილისთვის მიეცათ თავი.
(„ბოინგ 787–9“ სიდნეის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისას)
ტესტი მოიცავდა მფრინავების ტვინის ცვალებად მდგომარეობაზე დაკვირვებას, მელატონინის დონის განსაზღვრას და ასევე, მგზავრებზე დაკვირვებას და ანალიზს, თუ რა გავლენას ახდენდა დროის ამდენი სარტყელის გადაკვეთა ადამიანის სხეულზე.
გასულ წელს „Qantas“–მა პერსიდან ლონდონამდე 17–საათიანი შეუჩერებელი სერვისი აამოქმედა, ხოლო „ყატარის ავიახაზები“ მგზავრებს ოკლენდიდან დოჰამდე 17.5 საათიან მომსახურებას სთავაზობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.