პუტინის და ერდოღანის შეხვედრისას მიღწეული „ისტორიული შეთანხმება“ – რუსეთი და თურქეთი სირია-თურქეთის საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას იწყებენ და იქ ქურთი მებრძოლები აღარ დაბრუნდებიან
23-10-2019, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ქურთული შეიარაღებული ძალების სირია-თურქეთის საზღვრიდან მოცილებით არსებულ პოზიციებზე დარჩენაზე და აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა „ისტორიული“ უწოდეს. ახლა სირია-თურქეთის საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას თურქეთი და რუსეთი განახორციელებენ.

 


თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს წამოიწყო, რათა თავისი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებიდან ქურთული ძალები განედევნა და იქ ბუფერული ზონა შეექმნა - ოპერაცია რომლის დაწყებამაც შეერთებული შტატები - ქურთი მებრძოლების მოკავშირეები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში - შეაშფოთა და ტრამპი თურქეთს სრული ეკონომიკური განადგურებითაც კი დაემუქრა, თუმცა აშშ-ის კონგრესის მიერ ანკარას წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა, საკითხის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა არჩია და თურქეთში ერდოღანთან მოლაპარაკებების მიზნით ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიავლინა. მხარეებმა ცეცხლის 5 დღით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

 


სირიაში თურქეთის შეჭრამ შეშფოთება გამოიწვია მოსკოვშიც, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დიდი ხნის მოკავშირეა.

 


რუსეთ-თურქეთის შეთანხმებას წინ უძღოდა გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრაპის მიერ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება გაეყვანა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან ამერიკული ჯარები, რომლებმაც ქურთი მებრძოლების დახმარებით დაამარცხეს „ისლამური სახელმწიფო“. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ტრამპის ამ ნაბიჯმა რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გავლენა განამტკიცა.

 


თურქეთისთვის ეს ნიშნავს, რომ შეინარჩუნებს კონტროლს ტერიტორიებზე, რომელსაც ქურთების განდევნის ხარჯზე მიაღწია, ხოლო რუსეთი თავისი შეიარაღებული ძალების მეშვეობით სირიის დარჩენილ საზღვარს გააკონტროლებს.

 

 

შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის განახლების საჭიროება არ არსებობს - ოპერაციის, რომელიც 5 დღით იყო შეჩერებული და ამასობაში ქურთი მებრძოლები თურქეთის „უსაფრთხო ზონიდან“ უკვე გავიდნენ.

 

 

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და თურქეთი?

 


თურქეთმა ხელთ იგდო 120 კილომეტრიის სიგრძის სახმელეთო ზოლი ქალაქებს რას ალ-აინსა და ტალ აბიადს შორის, რათა შექმნას „უსაფრთხო ზონა“ და იქ, ამჟამად თურქეთში მყოფი 2 მილიონამდე სირიელი დევნილი დაასახლოს. რუსეთმა კი თანხმობა განაცხადა ნება დართოს თურქეთს ოპერაციისთვის, რათა ორ მხარეს შორის კონფლიქტის რისკი განეიტრალდეს.

 

 

რუსეთის და თურქეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქურთული ძალები „გაყვანილი იქნებიან“ მანბიჯიდან და რიფატიდან - ქალაქებიდან, რომლებიც სამხედრო ოპერაციის მიღმა ზონაში მდებარეობენ. ჯერჯერობით ქურთულ მილიციას არ განუცხადებია, დაეთანხმებიან თუ არა ამ მოთხოვნებს.

 


გეგმის მიხედვით, რუსეთი თურქეთთან ერთად განახორციელებს პატრულირებას ჩრდილოეთ სირიის ზოგიერთ ნაწილში, რათა ქურთული შეიარაღებული ძალების სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დაბრუნების რისკები გამოირიცხოს. პატრულირება ოთხშაბათს დაიწყება.

 


ასევე ოთხშაბათს დაიწყება რუსულ-თურქული ერთობლივი პატრულირება იმ ადგილებშიც, სადაც თურქული შეიარაღებული ძალები არ ოპერირებენ.

 


ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრისა და მათ შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ გამოცხადდა.

 


კრემლის ცნობით, ასადმა პუტინს მადლობა გადაუხადა და „გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა მიღწეული შეთანხმებისადმი, ისევე როგორც მზადყოფნა, რუსეთის სამხედრო პოლიციასთან ერთად დაიცვას სირიის საზღვარი თურქეთის გასწვრივ“.

 

კომენტარები: 1
#1   Kathy
      
Write more, thats alll I hace to say. Literally, itt seems ass tthough you relied on the video to mae you point.
Yoou definnitely now what youre talkiing about, whhy waste yojr intelligence
on just posting videos to your siite when yyou could bee givin uus something enlighteing to read?


Also visit my blog: xxx tube best
8 ოქტომბერი 2023 00:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი