გიორგი გახარია - მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს
23-10-2019, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

გიორგი გახარიამ, გამოსვლაში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობას მსოფლიოში.



„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი