გიორგი გახარია: თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალზედ წარმატებული იყო
24-10-2019, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას.

 

 

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა და ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნეს შეხვედრა და მოლაპარაკება.

 

 

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის, როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და ეკონომიკურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის ფასი და ის მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი