დედაქალაქში ფესტივალი „ციფრული თბილისი“ დღეს იხსნება
25-10-2019, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალი „ციფრული თბილისი“ 25-27 ოქტომბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია. 

 

 

დღეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ფესტივალთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი ახალი ფესტივალი შეემატა. „ციფრული თბილისი“ პირველი პროექტია, რომელიც ნანტი - თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი განავითარებს სახელოვნებო სცენას, მნიშვნელოვანია რომ მასში ჩართულები არიან ქართველი და საერთაშორისო და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგად თბილისი გახდება მიმზიდველი ჰაბი მსოფლიო ხელოვანებისთვის“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

 

„ციფრული თბილისი“ 25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიან სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ალექს ოჟიეს აუდიოვიზუალური სივრცითი პერფორმანსი „nybble“, რომელიც 2017 წელს, ესპანეთში შეიქმნა L.E.V ფესტივალისთვის. 

 

 

26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფესტივალი ღვინის ქარხანა N1-ში გადაინაცვლებს, სადაც მაყურებელი გიომ მარმენის „სინათლე, მეტი სინათლეს“ იხილავს. ავტორი იკვლევს ხმას, სინათლეს და სივრცეს. აღნიშნული პროექტი „კლინიკური სიკვდილის“ თემის გამოძახილია, რომლის სახელწოდება Licht, mehr Licht!” გოეთეს უკანასკნელი სიტყვებიდან მოდის.

 

 

27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, მიქაელ ლაფონტენისა და ქართველი არტისტების ინსტალაცია - თბილისის აუდიოგრაფიული რუკა იქნება წარმოდგენილი. 

 

 

27 ოქტომბერს, 22:00 საათიდან, ფესტივალი კლუბ „მტკვარზე“, გიომ მარმენისა და კორძის კოლაბორაცია-პერფორმანსით დასრულდება. Cyclic Patterns გიომ მარმენის, ფრანგი ციფრული არტისტისა და ქართველი მუსიკოსის, კორძის 30-წუთიანი AV პერფორმანსია, რომლის ორიგინალური სცენოგრაფია სივრცით კონცეფციაზეა დაყრდნობილი: წრე მონიშნულია 16 ვერტიკალური LED განათებით, რომლის ცენტრშიც ორი არტისტი ხვდება ერთმანეთს. 

 

 

„ციფრული თბილისი“ წარმოადგენს ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის - „სკოპიტონი“ (Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს თბილისში, რომელიც ადაპტირებულია ქართული სახელოვნებო სცენისთვის. ფესტივალის მიზანია ფრანგულ „სკოპიტონთან“ კოლაბორაციის შედეგად, ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად, თბილისი წლიდან წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი