ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა
25-10-2019, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

 


დასუფთავების აქციაში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და სასაზღვრო პოლიცია.

 


მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.



„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურებისთვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაფრთხილება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, რომელიც მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.



ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.


ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი