IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა
25-10-2019, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტი (AMMAR) ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. გამარჯვებული ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 22 ქვეყანაში განხორცილებულ პროექტებს შორის გამოვლინდა.



ეს არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის გუნდის დიდი წარმატება, IFAD-თან 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის მენეჯერმა, ლალი დურმიშიძემ.



სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიული ფორუმი ქალაქ სტამბოლში 22-24 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. IFAD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დელეგატებთან ერთად, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების სამომავლო ხედვის ასპექტები განიხილეს.



ფორუმის ფარგლებში დისკუსიები სხვადასხვა მიმართულებით გაიმართა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ პრიორიტეტად დასახელდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხარდაჭერა.



„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაწყებულია ახალი პროექტის - „მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა“ განხორციელება, რომლის საგრანტო მიმართულება ქალებისთვის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეღავათიანი უპირატესობა ხელს შეუწყობს ქალების გააქტიურებას და მათ შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად დაიწყონ აღნიშნული მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა ლალი დურმიშიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი