ნათია თურნავა: „სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60- მდე სოფელი მიიღებს“
29-10-2019, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელს ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა.

 


მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად გააცნო სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმერეთის რეგიონში 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.

 


ამასთან, მინისტრმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა მათ წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელთა გამოყენებაც მიკრო და მცირე მეწარმეებსაც შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბუნებრივ აირს უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, გაზიფიცირება დამატებითი შესაძლებლობაა ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის, რათა მათ მცირე ბიზნესი განავითარონ, მათ შორის, გახსნან საოჯახო სასტუმროები და სხვა ობიექტები.

 


„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 დასახლებული პუნქტი, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მოვახერხეთ დაფინანსების მოძიება და შედეგად 300-მდე დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის, იმერეთის მხარეში 60-მდე დასახლებული პუნქტი. მათ შორისაა პატარა სოფლები, როგორიცაა ტაბაკინი, ზედა კლდეეთი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაში ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 96 დასახლებული პუნქტით - 295-მდე გაიზარდა იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

 


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. ამავე პროექტში ასევე შედის სოფლები: ქვედა კლდეეთი, ტაბაკინი და თვრინი. ჯამურად, ოთხივე სოფელში 900 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება (ტაბაკინი 354 აბონენტი; ზედა კლდეეთი - 200 აბონენტი, ქვედა კლდეეთი - 216 აბონენტი, თვრინი - 92 აბონენტი). პროექტს კომპანია „გაზკონტრაქტი“ ახორციელებს.

 


მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 079 919 ლარს შეადგენს.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი