BBC: როგორ ავიცილოთ თავიდან ნაბახუსევი?
29-08-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაბახუსევი? - ამ თემას ეხმიანება BBC-ის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წინა ღამით უზომო სმის შემდეგ ახალგაღვიძებულზე წყლის სმა არ იცავს ადამიანს ნაბახუსევზე თავის ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებებისაგან, როგორც ამას ჰოლანდიელი მკვლევარები ასკვნიან.

 


მათი დასკვნით, ერთადერთი, რაც ნაბახუსევისაგან ადამიანებს იცავს, არის შემდეგი: დალიონ რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლური სასმელი.

 

 

800-სზე მეტ სტუდენტს დაუსვეს შეკითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა შეემსუბუქებინათ ნაბახუსევის სიმპტომები, რაზეც მათი პასუხი იყო, რომ არც რაიმე სახის საჭმელს და არც წყალს ნაბახუსევიდან გამოსვლის თვალსაზრისით რაიმე დადებითი შედეგი არ ჰქონია.

 

 

Hangover sore head


კანადელების მიერ ჩატარებული კვლევისას კი 789 -იდან სტუდენტების 25%-მა თქვა, რომ ისინი არასოდეს ყოფილან ნაბახუსევზე, რადგან მცირე დოზით იღებდნენ ალკოჰოლს. კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო ბევრ ალკოჰოლს იღებს ადამიანი, მით უფრო მძიმეა ნაბახუსევის სიმპტომები.

 


"წყლის სმა შესაძლოა წყურვილის გრძნობისა და პირის გაშრობის წინააღმდეგ ეფექტური მეთოდია, მაგრამ ის თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნებისაგან თავდასაღწევად შედეგის მომტანი არ არის", ნათქვამია კვლევაში.

 

 

ნაბახუსევის წამალი ჯერ არ გამოუგონიათ

 

 

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან რა იწვევს ნაბახუსევს. ლონდონის უნივერსიტეტ-კოლეჯის დოქტორის, მაიკლ ბლუმფილდის თქმით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ფინანსურ ასპექტებს თუ გავითვალისწინებთ, ის ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ ევროს უტოლდება, და ამ ფონზე "მეტად მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მარტივ შეკითხვას: "როგორ ავიცილოთ თავიდან ნაბახუსევი"? სანამ ამის შემდგომი კვლევები ჩატარდება, მანამ ეს ახალი კვლევა გვეუბნება, რომ პასუხი მარტივია - დალიეთ ნაკლები", ამბობს ბლუმფიდი.

 

 


BBC -ის ცნობით, ნაშრომი ნევროფსიქოფარმაკოლოგიის ევროპული კოლეჯის კონფერენციაზე წარმოადგინეს.

 

 

 

http://www.bbc.com/news/health-34072712?ocid=socialflow_facebook

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი