ინგა გრიგოლია: "რამდენი მინახავს მოსული და წასული ხელისუფალი, რომელიც მედია პროექტებს ხურავდა… კიდევ რამდენს ვნახავ"
30-08-2015, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ ორი გადაცემის – „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვას კიდევ ერთხელ ეხმაურება. იგი Facebook -ის პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რომ “იმედმა” შეასრულა პოლიტიკური დავალება და "თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით".

 


“ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით – დავიწყებ იმით, რომ “იმედი” არის კერძო ტელევიზია და არხს აქვს სრული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაცემა სჭირდება და რომელი – არა. ამიტომ, როგორც ჩვენში იტყვიან “გაგებით ვეკიდები” მათ გადაწყვეტილებას, რომელიც ვითომ მათ მიიღეს და ვითომ სულაც არ იყო პოლიტიკური.

 

 

მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რატომ – არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება თავში ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა, რომლებიც ყოველი გადაცემის მერე აღფრთოვანებულები იყვნენ გადაცემის ყურებადობით. მე ვფიქრობ, რომ “იმედმა” შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით – ერთ დღეს დახურა ორი თოქ-შოუ, რომელიც მე მიმყავდა…

 

 

რომ გითხრათ დიდად მეწყინა-თქო, მოგატყუებთ, რადგან გადაცემების დახურვას შეჩვეული ვარ… ვნერვიულობ იმ გუნდზე და ადამიანებზე, ვინც იმის გამო, რომ ინგა გრიგოლია მოაშორონ ეკრანს, შესაძლოა უმუშევრები დარჩნენ და ამიტომ, მე პირადად ვესაუბრე ტელევიზიის დირექტორს ამ თემაზე, რომ თუ სხვა გადაცემებს გააკეთებენ ძველის ნაცვლად, ეს ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები იქ დატოვონ თავის პროდუსერებიან-ჟურნალისტებიან, ოპერატორებიანად, რადგან ყველაზე მაგარი პროფესიონალები არიან და ამ ჩემს მეგობართა გუნდსაც გულით ვთხოვე, დარჩნენ და აკეთონ თავისი საქმე.

 

 

კიდევ ერთი – გასაოცარი ისაა, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. ჩამოვფრინდი ამერიკიდან 28-ში, სადაც დიდი შემართებით ვსაუბრობდი ჩემი გადაცემების უკიდეგანო თავისუფლებაზე და 29-ში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამიხურეს გადაცემები. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება… რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და “იმედმაც” მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება…

 

 

ასეთი ამბები ხდებოდა ყველა ხელისუფლების დროს ჩემს თავს და ასე მოხდა დღესაც … ესეც გაივლის, წარმატებებს გისურვებთ ყველას… რამდენი მინახავს მოსული და წასული ხელისუფალი, რომელიც მედია პროექტებს ხურავდა… კიდევ რამდენს ვნახავ.

 

 

პ.ს. – ბოლოს ერთი სენტიმენტალური ჩანართი… ამ ამბავმა დამანახა ნამდვილი მეგობრები, ნამდვილი მტრები და შეფარული მტრები, რომლებიც აქამდე მეგობრები მეგონენ. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის… გამხნევებისთვის… თქვენმა თანადგომამ ძალიან გამაძლიერა”, – წერს ინგა გრიგოლია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი