რატომ გამოიწვია სკანდალი გურამ ოდიშარიას, მარინე მიზანდარისა და მანანა ბერიკაშვილის სამდღიანმა მივლინებამ მიუნხენში
12-02-2014, 20:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რა თანხები დახარჯეს 2013 წელს კულტურის სამინისტროს პირველმა პირებმა უცხოეთში მივლინებებისას და რატომ დგება ეჭვქვეშ გურამ ოდიშარიასა და მისი ორი მოადგილის (მათგან ერთ-ერთი, მარინე მიზანდარი უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია) ფრანკფურტის სასტუმროში გაწეული ხარჯების ნამდვილობა, რომელმაც მთლიანობაში 3 ღამის განმავლობაში 16 488 ლარი შეადგინა, ამას IDFI -ის მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს.

 

 

 

IDFI-მ მიიღო ინფორმაცია 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ. როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.

 

 

როგორც მიღებული ინფორმაციიდან იკვეთება, 2013 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული: საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების მიხედვით განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანაში ვიზიტის სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. ასევე, როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, მათ შორის მინისტრსა და მოადგილეებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე.

 

 

როგორც იგივე ბრძანებულებიდან ირკვევა, ზოგ შემთხვევაში ბრძანებულების დანართი N3-ით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადაიხადონ სასტუმროსთვის საჭირო თანხები საზღვარგარეთ ვიზიტებისას.

 

 

იხილეთ ამონარიდი ბრძანებულების მე-15 პუნქტიდან: "[...] ამ ბრძანებულების N3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს [...] სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ (20.12.2010 N 1029) ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით. (28.01.2008 N 35)" წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №231, 2005 წლის 20 აპრილი, პუნქტი 15 როგორც ბრძანებულების ამ პუნქტიდან გამომდინარეობს, მინისტრსა და მოადგილეებს შეუძლიათ უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს ნებისმიერი ღირებულების ნომერში დაბინავდნენ, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.

 

 

თუმცა, აღნიშნული პუნქტი მეტისმეტად ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, გაურკვეველია, რა შემთხვევებში არის "შესაძლებელი" მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ გამონაკლისით სარგებლობა. უფრო მეტიც, სამივლინებო ხარჯების არსებული პრაქტიკა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. კულტურის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში რამდენიმე შემთხვევაში IDFI-ის ყურადღება მიიპყრო სასტუმროზე გაწეულმა დიდმა ხარჯებმა, როგორც მაგალითად ფრანკფურტის (5496 ლარი 3 ღამეში) ან ვენეციის (5680 ლარი 6 ღამეში) ვიზიტებისას.

 

 

 

სწორედ ამ მიზნით IDFI-მ დამატებით გამოითხოვა რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ვიზიტის პირველადი დოკუმენტაციის ასლები, მათ შორის სასტუმროსთან დაკავშირებული ყველა დამადასტურებელი საბუთი. მიღებული ინფორმაციით საინტერესო დეტალები ირკვევა კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ საზღვარგარეთის ვიზიტებისას სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ ხარჯების უმეტესობა უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა "ქართული სეზონისათვის" "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, რაც 4 მილიონ ლარს შეადგენს. იგივე რაოდენობის თანხა არის გამოყოფილი 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვითაც.

 

 

კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების რამდენიმე უცხოური ვიზიტის დეტალურ ხარჯების კვლევისას განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფრანკფურტის ვიზიტი. 2013 წლის 8-11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს სამი თანამდებობის პირი – მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით ირკვევა, რომ თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯის დასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

http://www.idfi.ge/?cat=main&topic=503&lang=ka&header= 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი