ნათია თურნავა: „ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა”
01-11-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 


მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე.

 

 

„თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა დღეს ითქვა, რომ ბრუნვა, რაც გვაქვს, შეიძლება გაორმაგდეს და ამის პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრიორიტეტულად იქნება განხილული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა იქნება.

 

„დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინა პლანზე დააყენა, როგორ დავუდგეთ მხარში ქართულ ბიზნესებს, ვისაც აქვს ვაჭრობა თურქეთთან და რამდენადაა შესაძლებელი, ეს უფრო გამარტივებული წესით მოხდეს. ამ საკითხზე ჩვენ ერთობლივ კომისიაზე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი