ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის 1 წლით გახანგრძლივება დამატებითი პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის
05-11-2019, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ერთი წლით გახანგრძლივება, დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დასადასტურებლად, რომ კვლავ ერთგულები ვართ იმ ძირითადი ფისკალური მიზნებისა და პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ პროგრამას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

 


როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში.

 


„საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეხუთე მიმოხილვის ფარგლებში შეთანხმებას მიაღწია. თითქმის სამი წელი გავიდა ამ პროგრამის დაწყებიდან და მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული შედეგი, რაც დადასტურებულია როგორც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესებით, ასევე საკრედიტო რეიტინგებში წინსვლით: პროგრამის დაწყების დღიდან, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა ძირითადი ფისკალური მიზნების განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა. ეს მიზნები იყო: 1. მიმდინარე ხარჯების კონტროლი - მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 25,9 პროცენტიდან შემცირდა 23.3%-მდე და კვლავაც განაგრძობს შემცირების ტენდენციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ მთავრობის ზომა. 2. კაპიტალური ხარჯების დაჩქარება- შევძელით მნიშვნელოვნად დაგვეჩქარებინა კაპიტალური ხარჯები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან; 3. დეფიციტის ნორმალიზაცია - ჩვენი ფისკალური დეფიციტი სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია. ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტი. ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ, ჩვენს ეკონომიკას საშუალება მისცა გამკლავებოდა რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას. მაშინ, როცა რეგიონი 1%-ზე ნაკლები ტემპით იზრდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 5- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში. 2017 წლიდან მოყოლებული, სამივე სარეიტინგო სააგენტომ (Moody’s, Fitch და S&P Global) გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ უკვე 2 ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 


ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატება, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

 


„მადლობას ვუხდი ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს და მთელ მის გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა მისიის მუშაობის პერიოდში. კიდევ ერთხელ, მინდა განვაცხადო, რომ პროგრამის წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის,”-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 


ფინანსთა მინისტრთან ერთად „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი