ნათია თურნავა: „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს“
06-11-2019, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

მისი თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იყო.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს.

 

 

„დღეს კი დაპირება მივიღეთ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიებს შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი