ნათია თურნავა: „შანხაის იმპორტის ექსპოზე ჩინურმა სადისტრიბუციო კომპანიებმა საქართველოს მწარმოებლებისა და მათი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს“
06-11-2019, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შანხაის იმპორტის ექსპოზე ჩინურმა სადისტრიბუციო კომპანიებმა საქართველოს მწარმოებლებისა და მათი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ეწვია და საქართველოს პავილიონი, ქართული კომპანიების სტენდები დაათვალიერა.

 

 

საქართველო შანხაის იმპორტის რიგით მეორე ექსპოზე მეორედ მონაწილეობს. ამჯერად ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და დამთვალიერებისთვის 33 კომპანიამ წარმოადგინა სტენდები. მათი დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებლები იყვნენ, რომელიც 2018 წლის მაჩვენებლით ქართული ღვინის მესამე მსხვილი საექსპორტო ბაზარია რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ნათია თურნავა ღვინის მწარმოებლებს გაესაუბრა, რომელთა შორისაც იყვნენ ისინი, რომლებსაც შანხაის შარშანდელ ექსპომ პარტნიორები შესძინა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველივე დღეს ღვინის ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ, რომელიც შანხაის ექსპოზე წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მისი პროდუქციის ჩინურ ბაზარზე შეტანას ითვალისწინებს.

 

 

საქართველოს პავილიონში ასევე მონაწილეობდნენ ქართულ - ჩინური კომპანიებიც, მათ შორის იყო ჩაის საწარმო, რომელსაც მაღალი ხარისხის ჩაი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოჰყავს, იქვე აფასოებს და საბოლოო პროდუქციას ჩინეთში ყიდის. როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების შესაძლებლობა, რომლის გაყიდვაც ჩინეთში და სხვა ქვეყნებშიც შეიძლება.

 

 

ქართულ კომპანიათა შორის დიდი ნაწილი სურსათის, აგრეთვე ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები იყვნენ. ამასთან, შანხაის ექსპოზე წარმოდგენილი იყო ტყავეულისა და ტექსტილის ქართველი მწარმოებლები, რომლებიც დამთვალიერებლებს მაღალი ხარისხისა და ორიგინალურ პროდუქციას, ასევე მათ საწარმოო შესაძლებლობებს აცნობდნენ.

 

 

„ჩინური ბაზარი ქართული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩვენი ექსპორტი საკმაოდ გაიზარდა, ასევე მოხდა მისი დივერსიფიკაცია. ჩვენ ვიზრუნებთ, რათა უფრო მეტად გავიტანოთ ჩვენი ნაწარმი ამ უზარმაზარ ბაზარზე და მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ჩინეთის ბაზარს გააჩნია საქართველოს ინდუსტრიისთვის. ესაა ჩვენი საექსპორტო მრეწველობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ისტორიულ, აბრეშუმის გზაზე და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ პოტენციალს ჩვენი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

ნათია თურნავა 7 ნოემბერს სიტყვით გამოვა შანხაის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს პარალელურად გამართულ ფორუმზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი