მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
07-11-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების შეძენაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ სარგებელი ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.



პროგრამის შინაარსობრივი ცვლილებები მიზნად ისახავს პროგრამის პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში.


ცვლილებების თანახმად პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს, ნაცვლად 20 მეპაიესი, ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა. ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდება 10 მეპაიემდე, ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად საკუთრებაში ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.


ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.



აღნიშნული ცვლილება უფრო გაამარტივებს და მოქნილს გახდის პროგრამის შესრულების პირობებს სააგენტოს მხრიდან. თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების, არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამმუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. კოოპერატივებმა, 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი