ლევან დავითაშვილი: „ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის რეგისტრაციას“
07-11-2019, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

 


„ეს პრობლემა ქვეყანაში წლებია დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგისტრირებული მიწის მფლობელობაა. ჩვენი გუნდი წლებია ამ თემაზე მუშაობს. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ის პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ბევრი მიმართულებით არსებული საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. არსებულ კანონმდებლობაზე მუშაობის წინაპირობა იყო ის, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის წარმართვის სწორი მეთოდოლოგია ჩამოგვეყალიბებინა. სახელმწიფო, უკვე 2020 წლიდან, მასშტაბურ და სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დაურეგისტრირებელი მიწები აღარ გვქონდეს, რაც არის საფუძველი იმის, რომ განვითარდეს მიწის ბაზარი და შესაბამისად სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს უფრო უმარტივდებათ. 2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.


სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი