„პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი შეცდომა არ გეპატიებათ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, - გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები გააფრთხილა და ორი კვირის ვადა მისცა
16-11-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას.

 


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

 


„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

 


შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 4
#4   sohail khatri
      
Positive site, where did u come up with the information on this posting? I'm pleased I discovered it though, ill be checking back soon to find out what additional posts you include. Custom Made Patches
14 ივლისი 2020 06:24
#3   sohail khatri
      
Wow i can say that this is another great article as expected of this blog.Bookmarked this site.. qq online
31 მაი 2020 04:10
#2   sohail khatri
      
I found your this post while searching for some related information on blog search...Its a good post..keep posting and update the information. Tri7bet
14 მაი 2020 06:04
#1   Click…
      
Its as if you had a great grasp on the subject matter, but you forgot to include your readers. Perhaps you should think about this from more than one angle.
Click…
16 ნოემბერი 2019 05:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი