ირანის შს მინისტრმა გააფრთხილა ნავთობზე ფასების 50%-ით გაზრდის გამო ქუჩებში გამოსული პროტესტანტები, რომ შესაძლოა, უსაფრთხოების ძალები წესრიგის აღსადგენად ჩაერთონ
17-11-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ნავთობის ფასების ზრდის გამო გამოსული პროტესტანტები, რომ საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ძალები წესრიგის აღდგენაში ჩაერთვებიან და მათ წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

 


შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდულრეზა რაჰმანი-ფაზლიმ შაბათს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს „არ ექნებათ არჩევანი“ გარდა იმისა, რომ ჩაერიონ პროცესში და აღადგინონ სიმშვიდე, თუკი „არაკანონიერი“ ქმედებები გაგრძელდება.

 


მთელი ირანის გასწვრივ მოქალაქეები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატად, რაც მთავრობამ პარასკევს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ნავთობის ფასს მკვეთრად ზრდიდა.

 


არეულობების დროს სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სხვამ დაზიანებები მიიღო.

 


მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ფასზე ცვლილებები, რამაც ნავთობზე ფასების სულ მცირე 50%-ით ზრდა გამოიწვია, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებას შეუწყობს ხელს, რითაც ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან.

 


მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა, ირანს მწვავე ეკონომიკური პრობლემები შეექმნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი