საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ
20-11-2019, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა.

 

 

კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

 

 

როგორც აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის როგორც ვაჭრობის განვითარების, ასევე აღნიშნულ ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაჟო პროცედურების გამარტივებას. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს. „საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

კომისიის სხდომის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი