გიორგი გახარია: „მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად“
21-11-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

პრემიერის თქმით, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო იმისათვის,რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ეკონომიკური ზრდა, ასევე წლის დასაწყისში არსებული ინფლაციის ზღვრული ნორმები და ფასების სტაბილურობა. 

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად,ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უნდა უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მისცა შესაბამისი დავალება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ფისკალურ პოლიტიკას და შემოსავლების სამსახურს. 

 

 

„ამ გადმოსახედიდან ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ, ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ,შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება",- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დავალება მისცა ასევე დაკრედიტების ზღვარის 200 000-დან 100 000-მდე შემცირებასთან დაკავშირებით.

 

 

„ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი,რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში - დაკრედიტების ზღვარი, 200 000 ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი ჩამოვწიოთ 100 000 ლარამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველაფერი, რაც ხდება ქვეყნის სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი დესტაბილიზაციის ხასიათს იძენს, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

 

 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში,როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი