ნათია თურნავა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს ადმირალ კარლ ლეო შულცს შეხვდა
27-11-2019, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს ადმირალ კარლ ლეო შულცს შეხვდა.

 

 

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და სანაპირო დაცვის, პორტების უსაფრთხოების და სახელმწიფო დროშის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროექტზე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით 2019 – 2020 წლებში განხორციელდება. პროექტის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა“ დააფინანსა აშშ - ის საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

 

 

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს საქართველოს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. 2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. მომდევნო აუდიტი 2020 წელს უნდა ჩატარდეს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 25-26 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლეაში, რომლის დროსაც ის სიტყვით გამოვიდა ასამბლეის სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა 10 ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი