ორი საგარეო საქმეთა მინისტრი?!
02-09-2015, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და მაშინ, პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი ალასანიას ცოლისდა მაია ფანჯიკიძე დანიშნა, რომელიც მანამდე კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს–სპიკერი გახლდათ.


ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა დიდი მნიშვნელობის თანამდებობა არის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრობა, მითუმეტეს, როდესაც სახელმწიფოს 20% – ზე მეტი ტერიტორიის უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და საგარეო საქმეთა მინისტრის ნებისმიერი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყნებში მეტად სერიოზულად განიხილება. ჩემი აზრით, პრემიერ ივანიშვლის ეს გადაწყვეტილება ქ–ნი ფანჯიკიძის ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, პირველი სერიოზული საკადრო შეცდომა იყო (მეორე და უფრო მძიმე შეცდომა გახლდათ, მარგველაშვილის "გაპრეზიდენტება"), ხოლო, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ფანჯიკძის "ჩანაცვლება" ქ–ნი ბერუჩაშვილის უღიმღამო პერსონით, ამ შეცდომის "გაგრძელება" იყო. გუშინ კი, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად და, როგორც ღარიბაშვილმა და თავად კვირიკაშვილმა განაცხადეს, ახალი მინისტრის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავება იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საკადრო ცვლილების ფონზე საქართველოს მთავრობაში მეტად საინტერესო სურათი იხატება...


საქმე ის გახლავთ, რომ რამოდენიმე თვის წინათ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ ხიდაშელის დანიშვნის შედეგად, ქვეყნის საგარეო მიმართულებების გარკვეულ სპექტრს, ფორმალურად სწორედ ქ–ნი ხიდაშელი "კურირებს" (ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველო–აშშ–ს და საქართველო–ნატოს სტრატეგიული პარტნიორობა), მეტიც, ხიდაშელი არათუ ბერუჩაშვილის კომპეტენციაში "იჭრებოდა", არამედ ღარიბაშვილთან "დათათბირების გარეშეც ახერხებდა(ს)" კონტაქტს ევრო–ამერიკელ პარტნიორებთან. დიახ, ხელისუფლებაში ასეთი "უთქმელი შეთანხმება" სახეზეა და ამის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანით თავს არ შეგაწყენთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს დღეს "ორი" საგარეო საქმეთა მინისტრი ეყოლება (უკვე, ჰყავს!), – კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური საკითხებით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული, და ხიდაშელი, რომელიც ევროატლანტიკურ სამხედრო–პოლიტიკურ საკითხებს განაგებს! აი, თუ რამდენად წაადგება საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ზოგადად ქვეყანას, ასეთი "გაორმაგებული სქემით" მოქმედება, ამას დრო გამოაჩენს, მე კი მიმაჩნია, რომ – "ორი სათაური" ერთი მიზნისთვის (თუ მიზანი, "ერთია"!) არ გამოგვადგება და შეცდომას შეცდომებს დავუმატებთ!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი