სოზარ სუბარი გეგუთის ციხის არეულობების მომწყობ მთავარ დამნაშავეებს ასახელებს
13-02-2014, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებლის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში მთავარი დამნაშავეები ამავე ციხის თანამშრომლები არიან.

 

 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიება იმუშავებს ამ ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს და შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს.

 

 

"გამოძიება იმუშავებს იმ ადამიანებზე, იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და აქეზებდნენ პატიმრებს, მათ ოჯახებს, ძველი თანამშრომლების ძალიან ბევრ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეულნი იყვნენ პატიმართა წამებას, ფულის გაკეთებას, მაგრამ ეს დღეს ვერ გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ეს თანამშრომლები იყვნენ მთავარი დამნაშავენი მთელ ამ პროცესებში",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 


მისივე თქმით, კანონი ძალიან მკაცრი იქნება იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც ციხის გარეთ კანონს არღვევდნენ, სასწრაფოებს ციხიდან დაშავებული პატიმრების გარეთ გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ და გზას კეტავდნენ.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9040

კომენტარები: 2
#2   lalola
      
ბატონო სოზარ სამაგალითოდ დასაჯეთ ყველა ვინც ამის შემოქმედი თუ შემსრულებელია, ახლა მაინცაა ფაქტები, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ჟამბაზობა საქარტველოში.
14 თებერვალი 2014 12:31
#1  arCili
      
თემა მართლაც ძალიან სათუთია.არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავცდეთ კანონის ფარგლებს. ეს ეხება როგორც ციხის შიგნით, ასევე გარეთ მყოფთაც.
14 თებერვალი 2014 00:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი