ღარიბაშვილი რაჭაში ჩავიდა: ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ–კარს
02-09-2015, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.


ღარიბაშვილი უწერას მცხოვრებთ რიონის კალაპოტის გამაგრებას, გაზიფიკაციას და მიწების დაკანონების პროცესში დახმარებას დაჰპირდა.


მანვე შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მთის კანონის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთის კანონი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრებთათვის მთელი რიგი შეღავათები დაწესდება: განსხვავებული ხელფასები და დახმარებები, საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი 10 წლის განმავლობაში. ახალდაბადებულ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს მიიღებს.


"წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მთას და ამის შედეგი არის ის უმძიმესი სურათი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მთა იცლება, ოჯახები ტოვებენ სახლ–კარს და მიდიან ქალაქში, რაც არის დიდი შეცდომა. ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც 1-ელ იანვარს შევა ძალაში. გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, შეღავათები, რომელსაც ჩვენ დავუწესებთ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. კერძოდ, განსხვავებული ხელფასები ექნებათ პედაგოგებს, ექიმებს. პენსიონერებს გაეწევათ დახმარებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთაში საწარმოები მთლიანად გათავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადისგან. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულები 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ახალდაბადებულზე 100 ლარს მიიღებს ოჯახი თვეში, ყოველ მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს, რაც ვფიქრობ, იქნება კარგი დახმარება მთავრობის მხრიდან. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ–კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი,"–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი