"პოზიცია" კიევში კონფლიქტების მოგვარების თემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა
02-09-2015, 09:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“ ხელმძღვანელი პირები 24-იდან 30 აგვისტოს ჩათვლით, უკრაინის დედაქალაქში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მასპინძელ ორგანიზაციას  წარმოადგენდა SVIT Ukraine. პროექტის ორგანიზატორები იყვნენ SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia და SVIT Ukraine.


პროექტის ფარგლებში შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ძირითადად ახალგაზრდები, ისეთი თემების განსახილველად, როგორიც არის სამშვიდობო კუთხით განათლება, კონფლიქტები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და კულტურათაშორისი სწავლება.


ორგანიზაციამ წარმატებით მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო თემატიკის საკითხების განხილვაში. ,,პოზიციის“ ხელმძღვანელმა პირებმა იმსჯელეს ანტიძალადობრივი ქმედებებისთვის საჭირო ღონისძიებების, სამომავლო კოორდინაციისა და ქვეყნებში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პროცესებში აქტიური ჩართულობის შესახებ.

 


ორგანიზაცია ,,პოზიციამ“ სამშვიდობო კუთხით საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილებები გაუზიარა პროგრამაში ჩართული ქვეყნების არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განიხილა არაძალადობრივ აქციებსა და სამშვიდობო პოლიტიკის მონაწილეობისთვის აუცილებელი დეტალები, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტები.


,,პოზიციამ“ აქტიური თანამონაწილეობა მიიღო კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებისას, წარადგინა საქართველოს დადებითი კუთხით წარმომჩენი ვიდეოები, ფოტომასალები, ისაუბრა ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო აუცილებლობებსა და იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ბოლო წლებში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით თვალშისაცემია.


ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრების შედეგად არაძალადობრივი კომუნიკაციების უნარები გაიღრმავეს და მზად არიან დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიარონ გამოცდილება და ამავდროულად აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მომდევნო ფაზებში.

 


უკრაინაში განხორციელებული პროექტის უახლოესი გაგრძელებითი ფაზა Open Space კი უკვე ოქტომბრის დასაწყისშივე ჩატარდება ჩვენსავე მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც ,,პოზიცია“ კვლავ გაუზიარებს მონაწილეებს შეძენილ გამოცდილებებს და ეცდება სხვათა საუკეთესო თუ წარმატებული მაგალითების გადმოღებას ადგილობრივ დონეზე.


ორგანიზაცია ,,პოზიცია“ უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მზად არის ადგილობრივ თემებში შემდგომი დემოკრატიული აქტივობების დასაგეგმავად.


უკრაინაში მიღებული ერთკვირიანი გამოცდილება კი „პოზიციას“ შემდგომ ღონისძიებებში იმ საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოჩენაში დაეხმარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოსტ-კონფლიქტურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი